20 აპრილი 2024,   01:25
ვრცლად
НТВ Плюс, რომელიც 2008 წელს მაყურებელს უმტკიცებდა, რომ ქართული არმია ცხინვალში ბავშვებს ბომბავდა, საქართველოში მაუწყებლობას განაახლებს 

НТВ Плюс საქართველოში მაუწყებლობის დასაწყებად ემზადება. რუსული მედია გიგანტი, რომლიც 2008 წელს თავის მაყურებელს უმტკიცებდა, რომ ქართული არმია ცხინვალში ბავშვებს ბომბავდა, საქართველოში მაუწყებლობას მალე განაახლებს.

ტელევიზიის გენერალური დირექტორი არ მალავს, რომ ქართულ ბაზარზე შემოსავლის მიზანი მხოლოდ ბიზნესი არ არის და მათი სურვილია 400 ათასი ქართველი დიასახლისი რუსული არხების მაყურებელი გახადოს.

მაუწყებლობის უფლების საბოლოოდ მისაღებად რუსეთის არხს საჯარო რეესტრის რეგისტრაციაც სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს მარეგულირებელი კომისია საბოლოო ნებართვას, თუმცა კომისიას ავტორიზაცია უკვე გაცემულია აქვს.

ოპოზიცია ამბობს რომ ეს რუსული რბილი ძალის მხარდაჭერაა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს არ უნდა მაუწყებლობდეს ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული მედია.

"ქართულ ოცნებაში" კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ოპონენტებს ურჩევენ ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

იმისთვის რომ რუსული პროპაგანდისტული არხის საქართველოში შემოსვლა გააჩერონ, სამოქალაქო აქტივისტებმა ვებ-გვერდ manifest.ge-ზე უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

ამავე თემაზე
დღის ამბები