19 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ორ დაჯგუფებას შორის - პარტიაში პროცესები შესაძლოა, უკიდურესად დაიძაბოს

პარლამენტში მთავარი თემა „ქართული ოცნების“ ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებაა. დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ღიად დაუპირისპირდა, ბიძინა ივანიშვილის დახმარებას სთხოვს. მათი აზრით, კრიზისში მყოფი მმართველი პარტიის გადარჩენა მხოლოდ მის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერს შეუძლია.

ე.წ. ძველების დაჯგუფება ახალბედებს პარტიის რიგების დატოვებას სთხოვს. ე.წ. ახლები კი ამბობენ, რომ ე.წ. ძველების პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური დისკუსიის ფორმატს დიდი ხანია, გასცდა, ამიტომ პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო, შესაძლოა, მათ სანქციები დააკისრონ.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კონტაქტს ერიდებოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი კამერების წინ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დეპუტატი, თემურ ჭკუასელი. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ პრობლემებია, თუმცა ის არც ერთ ბანაკს მხარდაჭერას არ უცხადებს და ამბობს დაპირისპირებულ დეპუტატები კორექტულობის საზღვრებს სცდებიან.

„კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნება“ დიდი გადალაგებისთვის ემზადება. ცენტრალური ოფისის ფასადზე უკვე გამოაკრეს ბანერები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პროცესები რადიკალური სცენარით განვითარდება.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები