22 ოქტომბერი 2018,   12:58
ვრცლად
"Freedom House"-ის მწვავე ანგარიში - ქვეყნის დემოკრატიის ინდექსის კლებას თბილისში აფასებენ

ხელისუფლების ზეწოლა მედიაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები - 2018 წელს საქართველოში ამ მიმართულებით გაუარესებული მდგომარეობის გამო, "Freedom House"-ის რეიტინგში ქვეყანამ უკან დაიწია. კვლევაში „რუსთავი 2“ 12-ჯერ არის ნახსენები და დეტალურადაა აღწერილი სამაუწყებლო კომპანიაზე შეტევა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა.  

"Freedom House"-ის კრიტიკულ შეფასებას „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის შესახებ არხის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ გავლენიანი ორგანიზაციის შეფასება არის „წითელი ბარათი "ქართულ ოცნებას.“

"Freedom House"-ის ანგარიშში პირველად გაჩნდა ტერმინი "პოლიტიკური ვენდეტა." ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს არ ამბობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და მისი სამიზნე მიხეილ სააკაშვილია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, Freedom House-ის მიერ პოლიტიკური დევნის აღიარება მნიშვნელოვანი გზავნილია.

"Freedom House"-ის ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს საქართველოში, განსაკუთრებით კი სასამართლო გადაწყვეტილებებში გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის როლი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გავლენიანი ორგანიზაციის შენიშვნები მათთვის საინტერესოა, თუმცა არაფორმალურ მმართველობაზე ამერიკელი მკვლევრების მწვავე შეფასებას არ იზიარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები