19 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება - დონალდ ტრამპი რუსეთს სირიაში რაკეტების გაგზავნაზე აფრთხილებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კრემლს მოკავშირე ასადის რეჟიმზე თავდასხმით დაემუქრა. დონალდ ტრამპმა დღეს პირდაპირ გააფრთხილა რუსეთი, რომ სირიაში ამერიკული რაკეტების დასახვედრად მოემზადოს.

ამერიკის ლიდერმა twitter-ში  გაკეთებული ჩანაწერით ვადაზე ადრე დააანონსა, რომ დუმაში, 7 აპრილს მომხდარ ქიმიურ იერიშს, რომელიც ასადის სამთავრობო ძალებს და მოსკოვს ბრალდება, დასავლეთი სამხედრო ძალით უპასუხებს.

ტრამპის გზავნილს წინ უძღოდა მუქარა მოსკოვის მხრიდანაც. დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მსოფლიო ლიდერები დიპლომატიური განცხადებებიდან აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ. სირიის საზღვრებთან ამერიკული და რუსული საზღვაო ძალები გააქტიურდა. დაზვერვით ოპერაციები გაახშირა ავიაციამაც.

დონალდ ტრამპი სამხედრო შტაბის მეთაურებთან კონსულტაციებს ბოლო რამდენიმე დღეა მართავს. კოორდინირებულ პასუხს ის ევროპელ პარტნიორებთანაც ათანხმებს. შეერთებული შტატების მოკავშირეები საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, რამდენიმე არაბული ქვეყანაც იქნება. სამხედრო ოპერაციაში ჩართვისთვის მზადყოფნა საუდის არაბეთმა და კატარმა მას შემდეგ გამოთქვეს.

დამოუკიდებელი გამოძიებას ეწინააღმდეგება მოსკოვი. რუსეთმა ამერიკელების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც დუმაში ექსპერტების გაგზავნას ითვალისწინებდა, გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო და საბჭოს რეზოლუციის საკუთარი ვერსია შესთავაზა, თუმცა მოსკოვის ინიციატივა საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრებმა დაიწუნეს.

დღის ამბები