24 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" ორი ფრთის დაპირისპირება გურიაში - პარტიის წევრი ნუგზარ ცინცაძე ლანჩხუთის მერს უპირისპირდება

"ქართული ოცნების" ორი ფრთის დაპირისპირება გურიაში გრძელდება. პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი ნუგზარ ცინცაძე ლანჩხუთის მერს უპირისპირდება და მას 2017 წლის დეკემბერში გარდაცვლილი საფეხბურთო მსაჯის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ საქმეში ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილიც იყო ჩართული და სამართალდამცველების რეაგირებასა და დაკითხვაზე დაბარებასაც ელოდება.

ნუგზარ ცინცაძეს ლანჩხუთის მერმა უპასუხა. ალექსანდრე სარიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის გარდაცვლილი მსაჯის ახლო მეგობარი იყო და გამოძიების დასრულებას ისიც ელოდება.

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატები, ნუგზარ ცინცაძეს ტყუილში ადანაშაულებენ და მის პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კი დაპირისპირების დედაქალაქიდან რეგიონებში გადმოტანა არ უკვირთ.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელი მსაჯი გარდაცვლილი 2017 წლის 6 დეკემბერს იპოვეს.

დღის ამბები