18 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
დავით ხარშილაძის საქმე - სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 

ელისო კილაძის შვილის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხარშილაძე უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა.

მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდა, რაც რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ დანაშაულს გულისხმობს.

თავად ხარშილაძე ამბობდა, რომ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო და მის წინააღმდეგ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა.

დავით ხარშილაძე საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ 20 სექტემბერს ცნო. განაჩენი ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დღის ამბები