24 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
აუდიტის სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აუდიტის სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრმა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მოაწერეს. მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად, რეგულარულ და სისტემურ ხასიათს მიიღებს ინფორმაციის გაცვლის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, ასევე სწავლების და სხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის შედეგად დამატებითი ღირებულებების შექმნას.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, მე ვფიქრობ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კომუნიკაცია იმ პრაქტიკის გაზიარების, რაც არის როგორც შიდა აუდიტის სამსახურში, ასევე რა მოსაზრებებიც აქვს გარე აუდიტორებს. მთავარია, რომ მიზანია საერთო,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

„შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს  ორგანიზაცია იქნება საჯარო თუ კერძო, ვინაიდან, ძლიერი შიდა აუდიტის სამსახური არის მაჩვენებელი იმისა, რამდენად ადეკვატურად და სწორედ არის აგებული მთლიანად შიდა კონტროლის მექანიზმი ამა თუ იმ სტრუქტურაში,“ - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

დღის ამბები