20 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
მმართველ გუნდში დაპირისპირება მწვავდება - პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს სანქციებით ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობაში დაწყებული დაპირისპირებიდან რვა დღის შემდეგ, ირაკლი კობახიძე დუმილს არღვევს და დეპუტატებს სანქციებით ემუქრება. უმრავლესობის ე.წ. ძველი სახეები პარტიის გაფართოებულ ფორმატის შეკრებას და პარტიული დისციპლინის ახალი წესების გაცნობას ელოდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარემ გუნდში დასაყრდენების გვარებიც დაასახელა. ირაკლი კობახიძისა და გიორგი კვირიკაშვილის მომხრეებად დაყოფილ უმრავლესობას სიმშვიდისკენ პარტიის თავმჯდომარემაც მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს კი ე.წ. ძველი სახეები მენეჯმენტს და ურთიერთობის ფორმას უწუნებენ.

მმართველ გუნდში დაწყებული პროცესების ფინალი, სავარაუდოდ, ცნობილი უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება, რომელსაც გედევან ფოფხაძეც დაესწრება, რომელმაც გუნდი პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძისთვის მხარდაჭერის გამო დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები