25 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ქალი, რომელიც სიცოცხლეში გახდა ლეგენდა - ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ქართული კინოს ლეგენდა, ლეილა აბაშიძე დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის საფლავთან გამოსამშვიდობებელი სიტყვები მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა წარმოთქვეს.

მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართა. ქაშვეთის ტაძრიდან მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს.

მსოფლიო დონის კინოვარსკვლავი, ქალი, რომელიც სიცოცხლეში გახდა ლეგენდა - ასე აფასებდნენ მეგობრები და კოლეგები ლეილა აბაშიძეს.

ქართველი მსახიობი, რომელმაც 30-მდე ფილმში მთავარი როლი ითამაშა და რომელმაც არაერთი კინოსახე შექმნა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 8 აპრილს, 88 წლის ასაკში თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

დღის ამბები