20 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
ფოთში 30 წლამდე მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა

ფოთში ბათუმის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. მეზობლებმა გარდაცვლილი იატაკზე დაგდებული იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, მას, სავარაუდოდ, დაზიანება დარტყმისგან თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მეზობლების თანახმად, გარდაცვლილი და სავარაუდო ეჭვმიტანილი მარტო ცხოვრობდნენ და ხშირად სვამდნენ.

მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, უძღოდა თუ არა მომხდარ ინციდენტს კონფლიქტი. მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები