20 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
НТВ плюс ქართულ მედია სივრცეში - ოპოზიცია რუსეთის პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ მოქმედებას მის შემოსვლამდე იწყებს

როდის გაიარა ავტორიზაცია რუსულმა მედია გიგანტმა, Газпром медиа-ს კუთვნილმა НТВ плюс-მა - ამ კითხვით  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. სალომე სამადაშვილს სადეპუტატო შეკითხვით სურს გაარკვიოს დაირღვა თუ არა მაუწყებლობის კანონის 37-ე მუხლი აღნიშნულმა მედიასაშუალებამ.

ეს მუხლი საქართველოში იმ მედიასაშუალების ლიცენზირებას კრძალავს, რომლის მფლობელიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო, ან მასთან დაახლოებული იურიდიული პირია. 

მარეგულირებელი კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ წერილს ჯერ არ გამოხმაურებია. კახა ბექაურის უწყებას ამისთვის 10 დღე აქვს.

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოვიდა, რომ შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. საპარლამენტო უმცირესობა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შესთავაზებს პარალამენტს კანონპროექტის ვარიანტს.

„ქართულ ოცნებაში“ კი ოკუპანტ სახელმწიფოსთან საინფორმაციო ომში უცხოურ გამოცდილებას სწავლობენ.

Газпром медиа-ს, რომ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე მხოლოდ კომერციული ინტერესი არ აქვს, ამის შესახებ კომპანიამ ღიად თავად დაწერა. НТВ плюс ფასიანი ტელევიზიის პროვაიდერად გეგმავს რეგისტრაციას, ის მომხმარებლისთვის ორი - 50- და 90-არხიანი პაკეტების შეთავაზებას გეგმავს.

დღის ამბები