25 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
„ყვირილი ატყდა, ბავშვები ყვიროდნენ" - მეზობლები 25 წლის გოგოს მკვლელობას იხსენებენ

„ყვირილი ატყდა. ბავშვები ყვიროდნენ, ბავშვმა კარი რომ გააღო, ის ფანჯრიდან გადახტა,“ - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები საუბრობენ.

მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის გოგოს ყელი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრეს.

მოკლული გოგოს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკავებია. ერთ-ერთი ვერსიით, 25 წლის გოგო, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა.

გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა - მამინაცვალი მოკლულის დედასთან შერიგებას ითხოვდა და ყოფილ ცოლს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბარნოვის 77 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები