12 დეკემბერი 2018,   12:52
ვრცლად
ოჯახური ძალადობის დროს მოძალადე პირი უნდა დააკავონ 48 საათით - "ევროპული საქართველო" ინიციატივით გამოდის

ევროპული საქართველო ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ახალ ინიციატივას ახმოვანებს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა.

დეპუტატის თქმით, მზად არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ოჯახური ძალადობის დროს პოლიციის გამოძახებისას პირის დაკავება არა შემაკავებელი ორდერით, არამედ 48 საათით უნდა მოხდეს.

ევროპული საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან და ცვლილება დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ.

დღის ამბები