19 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ქართული ენის გადარჩენის კომისიას შექმნის

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ინიციატივით გამოდის, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას ქართული ენა.

შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, ქართულ ენაში არსებული 113 000 სიტყვიდან 25 000 ბარბარიზმია და მისი შეფასებით, ეს სიტუაცია ქვეყნის მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ჰპირდება ქართველ ერს, რომ შექმნის ქართული ენის გადარჩენის კომისიას და სპეციალური ჯგუფი იმუშავებს იმისთვის, რომ ქართული ენა ბარბარიზმებისგან გათავისუფლდეს.

„ჩვენი ენა ისევ სერიოზული საფრთხის წინაშეა. 113 ათასი სიტყვიდან, რომელიც ჩვენს ლექსიკურ მარაგშია 25 ათასი წარმოადგენს ბარბარიზმებსა  და უცხოეთიდან შემოსულ სიტყვებს. ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უპირველესად შევქმნი ენის სახელმწიფო კომისიას, რომელიც გაფილტრავს ჩვენს მშობლიურ ენას უცხოური ბარბარიზმებისგან,“  - განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები