19 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო სწორი - ტერეზა მეი სირიაში სარაკეტო იერიშებზე განმარტებას აკეთებს

სირიის სამთავრობო პოზიციებზე სარაკეტო იერიშების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა პირველი განმარტება გააკეთა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ "მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი".

ბრიტანეთის პრემიერმა ბოლო ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ასადის რეჟიმს კიდევ ერთხელ დააკისრა და მტკიცებულებები მოიყვანა, თუ რატომ ვერ განახორციელებდნენ შეტევას ამბოხებულები.

ანგარიშით ტერეზა მეი ორშაბათს ბრიტანეთის პარლამენტის წინაშეც წარსდგება.

"ჩვენთვის ნათელია, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ამ საშინელებაზე. ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო თავდასხმაზე პასუხისმგებელი სირიის რეჟიმია.

"ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია, რომ სირიის განაცხადი ქიმიური იარაღის ძველი პროგრამის შესახებ სრული არ არის. ეს მიანიშნებს, რომ სირია ინარჩუნებს არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერებების მარაგს და, სავარაუდოდ, აგრძელებს ქიმიური იარაღის წარმოებას.

"სირიის რეჟიმს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ჩვენს მტკიცე პოზიციაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან მჯერა, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი,“ - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები