18 ოქტომბერი 2018,   10:13
ვრცლად
14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილი ქართული ენის დღეა. ენის კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფილოლოგებსა და პროფესორებს ღირსების ორდენები გადასცა.

ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კონკურში გამარჯვებული მოსწავლეები.

დედა ენის დღე საქართველოში მას შემდეგ აღინიშნება, რაც 1978 წელს საქართველოს მოსახლეობამ კომუნისტური პარტიისთვის გაწეული ერთსულოვანი წინააღმდეგობის ფასად, სახელმწიფო ენა ქართული შეინარჩუნეს.

დღის ამბები