18 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
კიევში საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალი კიევში, ქართულ უკრაინული მეგობრობის ხეივანში, გაიხსნა.

ღონისძიებაში უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.

ქართულ-უკრაინული მეგობრობის ხეივანში სიმბოლურად ხეებიც დაირგო.

დღის ამბები