25 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
აქამდე სად იყავით - თურქეთის პრემიერი სირიაში განხორციელებულ კოალიციურ დარტყმაზე

თურქეთი დადებითად აფასებს სირიაში განხორციელებულ კოალიციურ ოპერაციას, თუმცა მიიჩნევს, რომ მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერმა, ბინალი ილდირიმმა, გააკეთა. 

 „გასულ დღეებში ასადის საზიზღარმა რეჟიმმა უდანაშაულო ხალხი, ბავშვები გაანადგურა ქიმიური იარაღის გამოყენებით. იმ ქვეყნებმა, ვინც თავიანთ თავს მსოფლიოს ნამუსად მიიჩნევენ, გადაწყვიტეს, რეაგირება მოეხდინათ. სირიაში უკვე შვიდი წელია, ბავშვებს კლავენ და ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?" - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.


ამავე თემაზე
დღის ამბები