19 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
ქურდობა გორში - ქალაქის ცენტრში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს

ქურდობა მოხდა გორის ცენტრში. ქალაქის ძველ უბანში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია 30 ლარი, ტანსაცმელი და ირგვლივ დამონტაჟებული ვიდეოკამერები.

მომხდარზე დაკავებულია არასრულწლოვანთა ჯგუფი. ადგილობრივები ყვებიან, რომ მხოლოდ გასულ ღამეს გორში 10 მაღაზია გაქურდეს, თუმცა, პოლიცია ძარცვის მხოლოდ 2 შემთხვევას ადასტურებს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები