20 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
მისია დასრულებულია! - დონალდ ტრამპი სირიაში სარაკეტო იერიშზე

"მისია დასრულებულია!" - აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე სარაკეტო იერიშის შემდეგ გაავრცელა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ ქსელზე დაწერა, რომ წუხანდელი სამხედრო შეტევა სრულყოფილად ჩატარდა და უკეთესი შედეგი წარმოუდგენელი იყო.

ტრამპმა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

მოკავშირეებმა დამასკოსა და ჰომსის მახლობლად ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების პოზიციები დღეს გამთენიას დაბომბეს, მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ქიმიური იარაღის საწყობები.

ოპერაციასთან დაკავშირებით სამი ქვეყნის წარმომადგენლები ინფორმაციას დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიაწვდიან. რუსეთის მოთხოვნით საგანგებო შეხვედრაზე იკრიბება გაეროს უშიშროების საბჭოც.

დღის ამბები