18 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
სირიაში ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით საფრანგეთმა დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული საიდუმლო ანგარიში გამოაქვეყნა

აღმოსავლეთ გუთას ქალაქ დოუმაში მიტანილ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული საიდუმლო ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, გასულ კვირას განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი სირიის რეჟიმია.

„დაზვერვის სამსახურის უტყუარი ცნობები ადასტურებს, რომ 7 აპრილს ქლორის შემცველი ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიის სამხედრო მაღალჩინოსნები უწევდნენ კოორდინირებას,“ - წერია დასკვნაში.

დოკუმენტი შეტევის დროს დაღუპული ადამიანების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, ფოტოებსაც მოიცავს.

ანგარიშში ისიც წერია, რომ სირიის რეჟიმმა 2013 წლის შემდეგ ქიმიური იარაღის საიდუმლო პროგრამა შეინარჩუნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები