20 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
საიდუმლო შესყიდვები - უმრავლესობის წევრებმა სასჯელაღსრულების მინისტრის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. დეპუტატებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ანგარიშს მოუსმინეს. აქცენტი უწყების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან საიდუმლო პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებზე გაკეთდა. შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

„თქვენ მოგეხსენებათ თავად სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სპეციფიურობა იმიტომ, რომ ეს არის დახურული ტიპის ობიექტები პენიტენციალური ტიპის დაწესებულებები და ბუნებრივია ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერი იმ საკითხს, როდესაც შესაძლებელია პატიმრის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას შეექმნას პრობლემა. აქედან გამომდინარე ის საკითხები, რომელიც უკავშირდება კვებას, მომარაგებებს  თავად ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, იცით რომ თავად ინფრასტრუქტურაც საიდუმლოა, აი ესეთი ტიპის შესყიდვები ხორციელდება გრიფით საიდუმლო,“-განაცხადა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ყველა პარამეტრი, რომელიც ეხება საიდუმლო შესყიდვებს, უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს. ეკა ბესელიას განცხადებით შეხვედრის მონაწილეებს არ დარჩათ პასუხგაუცემელი შეკითხვა. 

დღის ამბები