19 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს. განცხადება დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიელი ხალხის დასაცავად და ამ მიზნით სირიაში პროფესიონალი სპეციალისტები გაგზავნონ.

ოკუპირებულ სოხუმში აცხადებენ, რომ სირიაში დღემდე ცხოვრობენ აფხაზები, რომლებიც ქვეყანაში მე-19 საუკუნეში კავკასიაში მომხდარი ომის შემდეგ დასახლდნენ და მოძმე სირიელ ხალხთან ერთად ტერორისტებისა და მათი მფარველების არა ადამიანური ქმედებების მსხვერპლი ხდებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გმობს სირიაში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას.

დღის ამბები