16 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
მონტენეგროში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

მონტენეგროში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. მოსახლეობამ არჩევანი ორ ძირითად კანდიდატს შორის და შესაბამისად, პროდასავლურ კურსსა და რუსეთთან დაახლოებას შორის უნდა გააკეთოს.

ქვეყნას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მმართველი გუნდის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში 6-ჯერ იკავებდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის პოსტსაც.

სოციალისტების დემოკრატიული პარტიის ლიდერი მთავარ ამოცანად მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანებას და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ასახელებს. მისი მთავარი კონკურენტი კი მლადენ ბოიანიჩია. დემოკრატიული ფრონტის ლიდერი რუსეთთან მჭიდრო კავშირების პოლიტიკის მომხრეა.

დღის ამბები