17 დეკემბერი 2018,   10:31
ვრცლად
საძოვრისა და ხეების გარეშე დარჩენილი სოფელი აზერბაიჯანის საზღვართან - მოსახლეობა უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაშია 

საძოვრისა და ხეების გარეშე დარჩენილი სოფელი აზერბაიჯანის საზღვართან - უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი სოფელი ლეჩბადინის მოსახლეობა სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს.

დაპირისპირება მრავალწლიანი ხეების ამოძირკვის გამო, სოფელ ლეჩბადინში მცხოვრებლებსა და ქარხნის თანამშრომლებს შორის ყოველ დღე ხდება. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ კერძო მესაკუთრეების ინტერესებს ასწლოვანი ხეები ეწირება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ათობით საჩივარი დაწერა, ხეების ჭრის პროცესს მაინც არავინ აჩერებს.

თუთის ხეების მოჭრაში ადგილობრივები ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი ქარხნის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ. სამშენებლო მასალების დამამზადებელ საამქროში კი ამტკიცებენ, რომ ხეებს კანონიერად ჭრიან.

სოფელ ლეჩბანდის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მომპოვებელი რვა კარიერია გახსნილი, ყოველთვიურად აქ მძიმე ტექნიკით სულ უფრო მეტ ტერიტორიას თხრიან, სულ უფრო მეტი გამწვანებული მინდორი სამშენებლო ნარჩენებით იფარება და სულ უფრო მეტი პირუტყვი ბალახის გარეშე რჩება. სოფელი, სადაც მესაქონლეობა ხალხისთვის შემოსავალის მთავარი წყაროა, შიშობს, რომ მალე მთელს საძოვრებს ინერტული მასალების მომპოვებლები გაანადგურებენ.

დღის ამბები