16 ოქტომბერი 2018,   23:53
ვრცლად
25 წლის გოგონას მკვლელის შვილი, მამის დანაშაულზე საუბრობს, პრეზიდენტი კი გასულ წელს ვეფხვია ბაქრაძის შეწყალების მიზეზებს დაასახელებს

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ასევე, ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგია ჩანიშნული. სწორედ  ამ პრესკონფერენციაზე უნდა გასცეს პრეზიდენტმა ერთადერთ კითხვას პასუხი-რის საფუძველზე შეიწყალა ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ გერს ყელი გამოჭრა.

ვეფხია ბაქრაძე 2015 წელს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო დააკავეს. მან ნათელა გაბოძეს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა. 2 წლის შემდეგ 2017 წლის 25 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ვინ იყო რეკომენდატორი, ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხის გაცემა მოუწევს.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე მოხდა, სადაც თამარ გამრეკელაშვილის 3 და 6 წლის შვილებთან ერთად, დასთან სტუმრად იმყოფებოდა. მას გამოძიების ინფორმაციით მამინაცვალმა ყელი გამოჭრა. მკვლელობის მოტივი კი ყოფილ ცოლზე შურისძიება გახდა.

მოკლულის დედა ამბობს, რომ მას ყოფილი მეუღლე შერიგებას სთხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილების მოკვლით ემუქრებოდა. მისივე ინფორმაციით ვეფხია ბაქრაძის მხრიდან გახშირებული მუქარების შესახებ პოლიციასაც აცნობა, რომელმაც მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შემაკავებელი ოქმი გამოსცა. მიუხედავად ამისა, ვეფხია ბაქრაძემ მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ გერს ყელი გამოჭრა.

საქმე მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ 108-e მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სწორედ მასთან აფარებდა მიმალვაში მყოფი ვეფხია ბაქრაძე თავს. 

დღის ამბები