20 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
წლის საუკეთესო მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან

2017 წლის საუკეთესო მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან. 41 წლის ლადო აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის. პედაგოგი ახალ პროექტს იწყებს, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების უფროსკლასელებიც ჩართო.

სოფელ ჩიბათს გურიის დანარჩენი სოფლებისაგან ერთი უცნაურობა განასხვავებს. ამ სოფელს თავიდან ბოლომდე ბავშვები უვლიან. ლადო აფხაზავას ძალისხმევით და პატარა დემოკრატიული რევოლუციის გზით, ეს პატარა სკოლა პატარა სახელმწიფოდ იქცა.

სასწავლო დაწესებულებას მთლიანად მოსწავლეთა თვითმმართველობა უძღვება.

სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთებაც აიძულეს. ჩიბათელი მოსწავლეები მოსვენებას არ აძლევენ საკრებულოს და ცვლიან როგორც საკუთარ გარემოს, ისე ადამიანებს მათ გარშემო.

დღის ამბები