17 ივლისი 2018,   02:27
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე საბავშვო მაღაზია „ცეროდენა“ გაქურდეს

ქურდობა თბილისში - ყაზბეგის გამზირზე საბავშვო მაღაზია „ცეროდენა“ გაქურდეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა მაღაზია უკვე დაკეტილი იყო. ჩამსხვრეულია სავაჭრო ობიექტის ვიტრაჟები.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცველები. დაიკითხა მაღაზიის მენეჯერი.

უცნობია წაღებულია თუ არა რამე მაღაზიიდან.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სავარაუდოდ ქურდობის მუხლით აღიძრა. ერთ-ერთ ვერსიით, ქურდი არასრულწლოვანია.

დღის ამბები