25 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
იერიში სირიაში ქიმიური იარაღის დამამზადებელ ობიექტებზე - ტერეზა მეი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მოკავშირე ძალების მიერ სირიაში ქიმიური იარაღის დამამზადებელ ობიექტებზე იერიშებს განიხილავენ.

ტერეზა მეი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. ქვეყნის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება საფრანგეთის პრემიერ მინისტრიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი სატელევიზიო ინტერვიუს დროს რუსეთს ასადის რეჟიმის დანაშაულის თანამონაწილე უწოდა.

ემანუელ მაკრონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს თავად არ გამოუყენებია ქლორინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დიპლომატიური გზებით კრემლმა მსოფლიო საზოგადოება ისეთ პოზიციაში ჩააყენა, როდესაც სირიაში საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელი გახდა.

დღის ამბები