24 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თამარ მეფის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე - დაშავებულია ერთი ადამიანი.

​INFINITI-ის მარკის ავტომობილი შუქნიშანთან, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელ ზოლზე ქვეითს შეეჯახა. შემთხვევა დაახლოებით დილის 9:00 საათზე მოხდა. 

ახალგაზრდა ქალი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მძღოლი არ მიმალულა.

როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

დღის ამბები