25 აპრილი 2024,   15:40
ვრცლად
მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, ზარდიაშვილის ცოლი და მდინარაძის ნათესავია - ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის საფრთხეებზე საუბრობს. განცხადება ანა დოლიძემ დღეს გააკეთა.

დოლიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლი და ასევე უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ნათესავია. რაც დოლიძის განცხადებით, სასამართლოს პოლიტიზირების საფრთხე აჩენს. 

ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს არის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელს წვდომა აქვს მნიშვნელოვან იფორმაციასთან და ქმნის პოლიტიკური გავლენების საფრთხეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ თინათინ აბრალავამ თანამდებობა უნდა დატოვოს. 

“მოსამართლეებს შეფასების დეპარტამენტი, არის დეპარტამენტი სადაც გროვდება ყველანაირი ინფორმაცია მოსამართლეთა გადაწყვეტილებების, მათი ქულების , ჩვენ რას ვფიქრობთ როგორც საბჭოს წევრები მოსამართლეებზე, რას ამბობენ მოსამართლეები გასაუბრებაზე , სად აქვთ სესხი ყველა ეს ინფორმაცია გროვდება კონკრეტულად აი ამ თანამდებობის პირის ხელში და მუშავდება. გარდა ამისა, მის ხელშია ინფორმაცია , რომელსაც ჩვენ ვაყრდნობთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის უფროსი არის „ქართული ოცნების“ ორი ლიდერის მაღალი თანამდებობის პირის ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი წარმოშობს საშიშროებას , რომ ეს პროცესი რომელიც ძალიან მგრძნობიარეა  მოხდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. და მინდა გითხრათ რომ ამ პროცესს მეტი კითხვის ნიშნები და ჩრდილი ნამდვილად არ სჭირდება. კანონის შესაბამისად, მან დატოვოს თანამდებობა და კონკურსის წესით, ღიად ავირჩიოთ ახალი ადამიანი,“-განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები