26 სექტემბერი 2018,   13:45
ვრცლად
ანტისაბანკო განწყობები პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია - გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრს აკრიტიკებს 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც თავის მხრივ ბანკების წინააღმდეგ გამოდის და საფინანსო სფეროსთვის დამატებით რეგულაციებს ითხოვს.

გიორგი ქადაგიძე არ ეთანხმება მამუკა ბახტაძის რიტორიკას და აცხადებს, რომ ბანკები ღარიბ ქვეყნებში როგორც წესი არავის უყვარს.

„ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში ანტისაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის  მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.  მთავარი კითხვები რომელიც უნდა დაისვას არის, რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეებზე ასახვა. რატომ ვერ ხერხდება, რომ საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით იზრდება. და რატომ ვერ ხერხდება,რომ  ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე,“-განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით გიორგი ქადაგიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე ლი პოლიტიკოსებს მოუწოდებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკის საკმაოდ ძლიერ სექტორს.

„რომლისთვისაც პრობლემების შემქნა შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკისთვის პრობლემებში,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ფინანსთა მინისტრი კი კვლავაც აცხადებს, რომ ბანკები ეკონომიკისთვის ერთგვარ მუხრუჭად გადაიქცნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები