20 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
ოპერაცია სირიაში - საფრანგეთის პრეზიდენტმა ტრამპთან მოლაპარაკების დეტალები გაახმაურა

საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან სირიის ოპერაციამდე გამართული კონსულტაციების დეტალებზე ინტერვიუში ილაპარაკა. ემანუელ მაკრონის თქმით, მან ამერიკელი კოლეგა სირიაში ამერიკული ქვედანაყოფების დატოვების აუცილებლობაში დაარწმუნა.

ამ თემაზე პრეზიდენტებმა ტელეფონით 10 დღის წინ ისაუბრეს, როდესაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების სირიიდან გამოყვანას გეგმავდა. საფრანგეთის ლიდერმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია მასშტაბური არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მოკავშირეებმა დონალდ ტრამპი მხოლოდ ქიმიური ობიექტების დაბომბვაზე დაიყოლიეს.

დღეს ტერეზა მეი სამხედრო ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობის საკითხზე პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხებს. ოპოზიციას აინტერესებს რატომ გადაწყვიტა პარლამენტის გვერდის ავლით პრემიერმა სირიის დაბომბვაში ჩართვა.

დღის ამბები