23 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს უჭერს - ქუმსიშვილი

საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად ახალი გაფართოებული დაფინანსების პროგრამის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.

მთავრობის წარმომადგენლები პოზიტიურად აფასებენ ფონდთან თანამშრომლობას და აცხადებენ რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ ამ პროგრამის დასასრულს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესი იქნება.

„მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი 2017 წლისთვის გაწერილი გეგმის შესრულებაზე საუბრობს. მერსედეს ვერა მარტინის თქმით, საქართველოსთვის გაფართოებული დაფინანსების გამოყოფა მოხდება. 

„შევთანხმდით გაფართოებული დაფინანსების პროგრამაზე. აღმასრულებელი ორგანო ივნისში განიხილავს ანგარიშს და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი თანხების გამოყოფა. პროგრამის განხორციელების პროცესი დამაკმაყოფილებელია, ყველა კრიტერიუმი შესრულდა, წინ მიდის რეფორმების პროგრამაც, 2017 წლისთვის დაგეგმილი ყველა დავალება შესრულებულია“- საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი მერსედეს ვერა მარტინი.  

დღის ამბები