25 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
"დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მორალურად შეუფერებელია" - FBI-ის ყოფილი დირექტორი

FBI-ის ყოფილი დირექტორი დონალდ ტრამპს პრეზიდენტობისთვის მორალურად შეუფერებელს უწოდებს. განცხადება ჯეიმს კომიმ ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მუდმივად იტყუება.

გადაყენების შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს წინ უძღოდა კომის მემუარებიდან ნაწყვეტების გამოქვეყნება, რომელშიც ავტორი დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებს და მაფიოზს ადარებს. კომის წიგნს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განსაკუთრებული გაღიზიანება მოჰყვა.

Twitter-ის ქსელში რამდენიმე განცხადება თავად დონალდ ტრამპმაც გამოაქვეყნა. მან კომის ისტორიაში FBI-ის ​ყველაზე უარესი ხელმძღვანელი უწოდა და დაწერა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს. 

დღის ამბები