25 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
ივანიშვილის რჩეული ევკალიპტი - ციხისძირში ხის ტრანსპორტირებას ლიმონარიუმი და ნაძვის ხეები შეეწირა

ივანიშვილის მორიგი რჩეული ხე და განადგურებული ნარგავები - გიგანტური ევკალიპტის ტრანსპორტირებისას ციხისძირში, პეტრას ციხის ლიმონარიუმი და გზის პირას მდებარე ნაძვის ხეები დაზიანდა.

ევკალიპტის ხე აჭარიდან შეკვეთილში გუშინ ღამე გადაჰქონდათ, ხის გადატანისას პეტრას ციხის ლიმონარიუმის კედელს სავარაუდოდ სატვირთო ავტომანქანა გამოედო, რაზეც ასწლოვანი ხე იდგა.

ფირმას, რომელიც ხის გადატანის სამუშაოებს ახორციელებდა პეტრას ციხის ადმინისტრაციამ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის მოთხოვნით უკვე მიმართა.

დღის ამბები