24 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
"ერთ დღეს შეიძლება ძალიან კარგი მეზობლები ვიყოთ და მეორე დღეს ერთმანეთი დავხოცოთ"- გორან ბრეგოვიჩი ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა

ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი გუშინ ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა - კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

გორან ბრეგოვიჩი საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვიდა და ის მომავალში უკვე მისი ახალი პროექტით აპირებს დაბრუნებას. "სამი წერილი სარაევოდან" სხვადასხვა რელიგიის მქონე ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს.

ბრეგოვიჩი პროექტის განხორციელებას საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაც გეგმავს

"პროექტის "სამი წერილი სარაევოდან "შექმნა პარიზში დავიწყე - გავაკეთე კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. ის ორი მთავარი მეტაფორის მატარებელია . პირველი ის, რაც სარაევოში 90-იან წლებში ხდებოდა ახლა მთელს მსოფლიოში ხდება. ერთ დღეს შეიძლება ძალიან კარგი მეზობლები ვიყოთ და მეორე დღეს ერთმანეთი დავხოცოთ რელიგიური განსხვავებების გამო. მე პირადად სარაევოდან ვარ, თუმცა ის ჩემთვის მხოლოდ მშობლიური ქალაქი არ არის. ეს არის მეტაფორა, რომელიც განასახიერებს ახლანდელ დროს გვასწავლის თუ როგორ ვიცხოვროთ მშვიდობიანად დღევანდელ რეალობაში,"-განაცხადა გორან ბრეგოვიჩმა. 

დღის ამბები