20 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმე - ექსპერტმა დაადასტურა, რომ სადაო ვიდეო მასალაში გასროლიდან იარაღების ამოღებამდე წყვეტა არ არის

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ვიდეო ექსპერტმა დაადასტურა, რომ გასროლიდან იარაღების ამოღებამდე წყვეტა სადაო ვიდეო მასალაში არ არის. მას კითხვებს დღეს გურამ დონაძე უსვამდა, რომელსაც ბრალად სწორედ ვიდეოს გაყალბება ედება.

ბრალდებულის კითხვაზე აქვს თუ არა მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოში წყვეტა, ექსპერტი ამბობს, რომ არა. სპეციალისტი ამბობს, რომ არსებობს საეჭვო გამოსახულება თუმცა არა წყვეტა.

სასამართლ პროცესზე დღეს ასევე დაიკითხა ის პოლიციელი, რომელიც 2004 წელს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მან დაადასტურა, რომ მისი იქ ყოფნის პერიოდში ვიდეო დუბლების გადაღება არ მომხდარა.

„პატრულ ინსპექტორებმა, მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ აი ეს იარაღები ამოვიღეთო. მან დაინახა და ადგილზე ნახა ყველაფერი სანამ ჩვენ მივიდოდით. ის ჩვენზე ადრეა დაახლოებით მისული. და მთავარი, რაც მოხდა პროკურატურის ექსპერტმა ვერ უარყო , გინდა მეცამეტე წამი დაარქვით, გინდა ორმოცდამეერთე  გასროლიდან იარაღების პოვნამდე კადრი არის უწყვეტი,“-განაცხადა გურამ დონაძემ.

საქმეში ბრალდებული ზაზა მიქაძის განცხადებით კი პოლიციელის ჩვენებამ დაადასტურა ისიც, რომ მისი ადგილზე მისვლისას იარაღები უკვე ამოღებული იყო თუმცა ჯერ სასწრაფო მისული არ იყო.

„ისმის რადიოსადგურ 022 -ის ე.წ. რიონის განმარტება, რომ  სასწრაფო გზაშია, მოდის. სასწრაფოს მოსვლა დაფიქსირებულია 02:22 საათზე . ანუ წერტილია დასმული ყველაფერზე ეჭვზე, რადგანაც მისი მოსვლისათვის იარაღები უკვე ამოღებულია და ეს არის დრო 02:22 საათი. რაღაზე უნდა ვისაუბროთ. ის მეცამეტე წამზე არის წყვეტა თუ არ არის წყვეტა , პირი უწყვეტი ფირი დააფიქსირა,“-განაცხადა ზაზა მიქაძემ.

დღის ამბები