18 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
სანქციები სირიასა და რუსეთის წინააღმდეგ - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსებურგში

სირიის საკითხზე და რუსეთთან ურთიერთობებზე მსჯელობენ ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

ევროკავშირი დოუმას ქიმიური თავდასხმის გამო რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

თუმცა შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავენ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებენ.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილე მხარე ვერ იქნება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი კი რუსეთს და რანს მოუწოდებს აიძულონ ასადის რეჟიმს გაეროსთან მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. 

დღის ამბები