26 სექტემბერი 2018,   01:58
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან - სატვირთო მანქანების მძღოლები კუთვნილი ავტომობილების დაბრუნებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან - აქციაზე იმ სატვირთო მანქანების მძღოლები შეიკრიბნენ, რომლებსაც საგამოძიებო უწყება კუთვნილ ავტომობილებს უკვე თვეებია არ უბრუნებს. 

სატვირთო ავტომობილები მძღოლებს გამომძიებლებმა ხე-ტყის გადატანისას ჩამოართვეს და უკვე თვეებია ძიება უშედეგოდ გრძელდება.

მძღოლები ამბობენ, რომ მათთვის ეს ავტომობილები ოჯახი რჩენის ძირითადი საშუალებაა და ქონების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს მათ მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა და ერთ კვირიანი ვადა სთხოვა, რომ საქმე დეტალურად შეისწავლოს, რადგან გამოძიებას არა გენერალური, არამედ სამცხე ჯავახეთის პროკურატურა წარმოებს. მძღოლები ერთი კვირის შემდეგ უკვე გზების გადაკეტვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

დღევანდელ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ.

„თუ ერთ კვირაში, ამ ადამიანებს არ ექნებათ პასუხი, აქ გადაიკეტება გზა, გადაიკეტება შესასვლელიც, არ მივცემთ არც ერთ პროკურორს საშუალებას სამსახურში შევიდეს. მარტო იმ მიზეზით, რაშიც ფულს იღებენ, საქმის გამოძიებაში, არ შეიძლება წლობით იწელებოდეს,“ - განაცხადა  თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები