16 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
ბარნოვის ქუჩაზე მოკლულის მამა მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამა მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ის ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

მოკლულის მამა ასევე თამარ გამრეკელაშვილის შვილებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ.

ის ამ ეტაპზე გამოძიების დასრულებას ელოდება და სათანადო რეაგირების არქონის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს.

თამარ გამრეკელაშვილს გამოძიების ინფორმაციით დედის მეუღლემ 13 აპრილს ყელი გამოჭრა. ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა 3 და 6 წლის ბავშვების თანდასწრებით ჩაიდინა. 

დღის ამბები