20 აპრილი 2018,   12:59
ვრცლად
"ისეთი სკანდალური არაფერია, როგორც სცენარი დაიდგა" - ვოლსკი კვირიკაშვილისა და კობახიძის სკანდალურ მიმოწერაზე საუბრობს

ერთმანეთთან დაპირისპირებული მმართველი გუნდის წევრები ამჯერად „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გამოდიან. მმართველი გუნდის წევრები პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სკანდალური მიმოწერის გასაჯაროების შესახებ საუბრისას აცხადებენ, რომ გუნდში პროცესები სწორედ „რუსთავი 2“-ის სცენარით მიდის.

გია ვოლსკის განცხადებით, არხმა უმრავლესობის წევრების მიერ საერთო ჩატით გავრცელებული გზავნილების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

„ჩატში ან არის გავრცელებული ან არა. ჩატში რომც იყოს გავრცელებული ამაში არაფერი ისეთი სკანდალური არ არის, როგორც ვთქვათ იქ სცენარი დაიდგა  როგორ ჩამოჯდა მელაძე მაგიდასთან და როგორ ესაუბრება ის გარკვეულ საკითხებზე და რა სახელებს არქმევენ ყველა იმ პროცესს, რაც შეიძლება ოჯახშიც ნორმალური საუბარი იყოს. ღია წყაროებში, ღიად საკმაო რაოდენობის განცხადებები და კომენტარები გაკეთდა იმისთვის რათა აი ამ საქმეებში კარგად გაწაფულ "რუსთავი 2-ს" არ შეძლებოდა, თუნდაც მოდელირებული დიალოგის ფორმატის შექმნა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  თამარ ჩუგოშვილი კი ადასტურებს, რომ მუდმივი კომუნიკაცია საერთო ჩატში ნამდვილად არსებობს.

„მიკუთვნებული ვარ ხოლმე ასე ვთქვათ რაღაცა ჯგუფებს, რომელიც ჩემთვისაც სიურპრიზი არის ასე ვთქვათ ამ ფორმით მოსმენა ინფორმაციის. ყველა კოლეგას მე ვცემ ძალიან დიდ პატივს, მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ყველა მათგანთან და არამგონია, რომ სწორი იყოს ასეთი ტიპის რაღაც დაჯგუფებებზე საუბარი. ბევრნაირი მიმოწერა არის ხოლმე ჩატში. ყოველთვის თვალყურს ვერ ვადევნებ. იმიტომ, რომ მუდმივად კომუნიკაცია მიდის,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები