20 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
აქცია რუისპირში-მოსახლეობა 12 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა 12 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპროტესტებს. მიწა კერძო მესაკუთრეს 2017 წელს გადაეცა. დღეს აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა, და ისინი ტერიტორიის სოფლის სარგებლობაში დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნულ მიწაზე ინვესტორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას იწყებს. რუისპირელების პრეტენზიებს დღეს თელავის მერიც გამოეხმაურა.  

დღის ამბები