20 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი არ შეხვდა 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ორისაათიანი ლოდინის შემდეგ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ტერიტორიაზე შეუშვა, თუმცა, თავად დირექტორი დაიმალა და დეპუტატების შეკითხვებზე საჯარო პასუხისგან თავი შეიკავა. გია აბულაძესა და ელგუჯა ბაგრატიონს რამდენიმე შეკითხვა ჰქონდათ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან. მათ აინტერესებდათ ბიძინა ივანიშვილისთვის ხის გადატანის სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე, ბოტანიკურ ბაღში არსებული ტარიფები და ორგანიზაციაში გამეფებული ნეპოტიზმი.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატების განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში კოორდინატორთა რაოდენობა და ხელფასები აჭარბებს მებაღეების რაოდენობას და შრომის ანაზღაურებას.

„ვცდილობ, შევხვდე ბოტანიკური ბაღის დირექტორს. მე მაქვს კონკრეტული შეკითხვები. მან გააკეთა განცხადება, რომ ის, რომ გადაითხარა აჭარის ბუნება და განადგურდა, ეს თურმე სიკეთე ყოფილა და მადლობა უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ.

დღის ამბები