24 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"კარი დააზიანა, სახლში ჩაუსაფრდა, შეათრია აბაზანაში და ყელი გამოჭრა... მერე სახლის დაწვას შეეცადა"- ბარნოვზე მოკლული გოგონას დედა

ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი შურისძიების მსხვერპლი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს ყვება. მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა გერის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. წინა დღეს დააზიანა ვაკეში გერის ნაქირავები ბინის კარი. მეორე დღეს კი როდესაც გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, საცხოვრებელ სახლში შეიპარა და უკან დაბრუნებულ გოგონას ჩაუსაფრდა, ძალის გამოყენებით აბაზანაში შეიყვანა და ყელი გამოჭრა, თაკო გამრეკელაშვილი გაქცევას ცდილობდა, თუმცა ტრაგედიის თვითმხილველმა მცირეწლოვანმა ბავშვებმა ბებიას უამბეს, რომ მამინაცვალმა მას ამის საშუალება არ მისცა. ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულმა ყველაფერი დანით დაჭრა.

გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის მოკვლის შემდეგ ბრალდებულს ნაქირავები ბინის დაწვაც სურდა. მოკლული გოგონას შვილებმა ნახეს, როგორ ასხამდა, სპეციფიური სუნის მქონე სითხეს - სავარაუდოდ ბენზინს, ვეფხია ბაქრაძე ოთახებში.
 
ბრალდებულის შვილები კი მომხდარ ტრაგედიაში მოკლულის დედას ადანაშაულებენ. მათი თქმით ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საფუძველი სწორედ ყოფილი მეუღლის მიმართვა გახდა. დღეს ასევე ცნობილი ხდება, რომ მკვლელობამდე 2 კვირით ადრე, ბაქრაძემ და გობაძემ კიდევ ერთხელ იქორწინეს, თუმცა როგორც მოკლული 25 წლის გოგოს დედა აცხადებს, იუსტიციის სახლში ბრალდებულმა ის ზეწოლით მიიყვანა. 

დღის ამბები