19 აგვისტო 2018,   23:54
ვრცლად
სკანდალური მიმიწერა კვირიკაშვილსა და კობახიძეს შორის და მმართველო გუნდის ბრალდებები "რუსთავი 2"-ს

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სკანდალური მიმოწერის ნამდვილობა, რომელიც "შაბათს კურიერმა" გაასაჯაროვა, დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა დაადასტურეს. „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე იყო პირველი, ვინც თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის სახელით უმრავლესობის წევრებმა მიიღეს SMS, სადაც პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს მწვავედ აკრიტიკებდა და ირაკლი კობახიძეს მისი, როგორც პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებების იგნორირებაში ადანაშაულებდა.

დავით ჭიჭინაძის ამ განცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ლიდერებმა პრემიერის SMS -ის და ირაკლი კობახიძის პასუხის ნამდვილობა აღარ უარყვეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ კი დღეს "რუსთავი 2" იმის გამო გააკრიტიკა, რომ უმრავლესობის შიგნით არსებული მწვავე დაპირისპირების დამადასტურებელი მესიჯები მაყურებელს უჩვენა.

რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას, ცნობილია რომ გედევან ფოფხაძეს კონფლიქტი აქვს სოფო კილაძესთან, ეკა ბესელიას კი ვანო ზარდიაშვილთან. კულუარებში უკვე განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ადამიანისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებმა პირველი მოადგილეები გაცვალონ. ამ შემთხვევაში გედევან ფოფხაძე ვანო ზარდიაშვილს ჩაანაცვლებს.

დღის ამბები