19 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
არა სარქისიანს, ჩვენ ვაშენებთ ჩვენს მომავალს - ერევანში დილიდან აქცია მიმდინარეობს 

არა სარქისიანს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს მომავალს - ამ ლოზუნგებით ერევნის ცენტრში დილიდან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ და პირობას დებენ, რომ ხვალ დაგეგმილი კენჭისყრისთვის მის კორტეჟს პარლამენტის შენობასთან არ გაატარებენ.

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალ ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობებით დაიწყო. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს და ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდის ბლოკირებაც სცადეს.

აქციის მონაწილეებმა შუადღისას, ბაგრამიანის გამზირზე გადაინაცვლეს და საფრანგეთის მოედნისკენ დაიძრნენ. უსაფრთხოების მიზნით, ქუჩაზე მავთულხლართები გაავლეს. პარლამენტის შენობასთან კი სპეცრაზმის სრული მობილიზაცია გამოცხადდა. ვითარებაც სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან დაიძაბა. მომიტინგეებმა სპეცრაზმის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან მიახლოება სცადეს.

დემონსტრანტების შესაჩერებლად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. სამედიცინო დაწესებულებებში 46 ადამიანი გადაიყვანეს. 

დღის ამბები