20 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
ცხოვრება უკიდურესი საფრთხის ქვეშ - ავარიული სახლები სულხან-საბა ორბელიანი ქუჩაზე

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე 15 ოჯახს ცხოვრება უკიდურესი საფრთხის ქვეშ უწევს. სულხან-საბა ორბელიანი ქუჩაზე სახლები იმდენად ავარიულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

ეზო, სადაც მძაფრი სუნისა და ანტისანიტარიის გამო ცხოვრება შეუძლებელია, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზეა და ის მთავრობის ადმინისტრაციიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

ქუჩაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ყოველდღე დადის, 15 ოჯახს ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე უწევს. ისტორიული შენობების დიდი ნაწილი იმდენად ამორტიზებულია, რომ მცირე ბიძგების დროს სახლებიდან გამოსვლა უწევთ, ადგილობრივები ყვებიან, რომ ვითარება განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, რაც ”გალერეა თბილისის” მშენებლობა დაიწყო. თვეების განმავლობაში მათ ქუჩაზე მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა, რამაც ისედაც ავარიული სახლები კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ერთხელ პრემიერს, სახლების რეაბილიტაციის მოთხოვნით გზა გადაუკეტა და კანცელარიამდე არ მიუშვა. მაშინ, კვირიკაშვილი სულხანს-საბას ქუჩის მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა. 

დღის ამბები