19 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
ტანძიაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა - სამართალდამცველებმა ბაციკაძეების ოჯახი ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეოთხედ გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა სოფელ ტახტისძირში ბაციკაძეების ოჯახი ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეოთხედ გაჩხრიკეს.

საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებაში ბრალდებული ბაციკაძე 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. სამართალდამცველები კი მის სახლში ნივთმტკიცებას ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ,რომ ჩხრეკა 2017 წლის მაისში ტანძიაში დედა-შვილის, ჯაფიაშვილების მკვლელობის საქმეზე უწყვეტ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება.

უფლებადამცველები კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ საუბრობენ.

„პროკურატურა და გამოძიების ორგანოები ცდილობენ რამენაირად რაღაცა მოიპოვონ, რომ გახსნან ის მკვლელობა, რომელიც გაუხსნელი დარჩათ,“-აცხადებს ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი.

დღის ამბები