10 დეკემბერი 2018,   14:02
ვრცლად
აქცია ქუთაისში - ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ 

საპროტესტო აქცია ქუთაისში - ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა საცხოვრებელ ბინასთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა საფრთხეს 70 ოჯახის სიცოცხლეს უქმნის.

გარდა ამისა მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ მშენებლობას შეეწიროს სკვერიც, რომელიც ადგილობრივების დასვენებისთვის ერთადერთი ადგილია.

სადგურის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც აქციის ადგილზე მივიდა, კომენტარი არ გააკეთა.

განმარტებებს აკეთებენ ქუთაისის მერიაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტისთვის უცნობია მშენებლობის შესახებ.

დღის ამბები